воскресенье, 25 апреля 2010 г.

სათაური: ,,ზღაპრული და რეალური "ვეფხისტყაოსანში",,
მოკლე აღწერა
:მოიძიებენ და ანალიზს გაუკეთებენ რაინდულ საზოგადოებასთან დაკავ
შირებულ ტრადიციებს და დააკავშირებენ მათ "ვეფხისტყაოსნის" გმირების ცხოვრების ნირთან.
სრული აღწერა: შეისწავლიან არსებულ ისტორიულ და ვიზუალურ მასალას რაინდების შესახებ: როგორი იყო მათი ჩაცმულობა, დამოკოდებულება სატრფოსა და სამშობლოსადმი. გაავლებენ პარალელებს "ვეფხისტყაოსნის" გმირთა კონკრეტულ ქმედებებთან. ახსნიან მსგავსებებსა და განსხვავებებს, გამოიტანენ სათანადო დასკვნებს. გაარკვევენ ლექსიკური ერთეულების:ქაჯები–ქაჯეთის ციხე–ქაჯთა ქალაქი და დევი–დევთა ქვაბი–დევის ნამუხლა
რი–დევთა ნასახლარის მნიშვნელობას. ჩაიწერენ ინტერვიუებს ქართული საბრძოლო ხელოვ
ნება "ხრიდოლის" წარმომადგენლებთან და გაეცნობიან ჩვენი წინაპრების წესებს ე.წ. მებრძოლად აღზრდის ტრადიციებთან დაკავშირებით. გაარკვევენ დამოკიდებულებას ნაწარმოების შექმნის დროსა და თანამედროვეობას შორის და ახსნიან, რატომ ეჩვენებოდათ
ნაწარმოების მოქმედ გმირთა ბატალური სცენები გაზვიადებად და ზღაპრად. გაუჩნდებათ მეტი მოწიწება და სიმაყე წინაპართა მიმართ. გაავლებენ პარალელებს უკვე ნასწავლ მასა
ლასთან: რომელი ფოლკლორული ან ლიტერატურული პერსონაჟები ასოცირდებიან ამ გმი
რებთან. შექმნიან ესეებს, ლექსებს, გამოფენებს, სლაიდშოუებსა და პრეზენტაციებს. მოძიებულ მასალებს განათავსებენ ვებ–გვერდზე.
მოსწავლეთა ასაკი: მე–8 კლასი/13–14წელი/.
ვადები/ხანგრძლივიბა: 2–3 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები:ლიტერატურულ ნაწარმოებებში ანალოგიების მოძიე
ბა, დისკუსიები მოძიებულ მასალებზე, ვიქტორინისა და ინტერვიუსათვის კითხვარების შედგენა, ესეების დაწერა, ნახატები, სალაიდშოუების, პრეზენტაციებისა და ვებ–გვერდის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გარკვეულწილად აღადგენენ ქართულ რაინდულ ტრადიციებს; შექმნიან ტერმინოლოგიური ლექსიკონისათვის მასალებს; უკეთ შეისწავლინ "ვეფხისტყაიოსანს"; გაარკვევენ, რომ XII საუკუნის საქართველოში ისეთივე წესები და კანონები მოქმედებდა, რაც ასე ხიბლავთ რაინ დულ ევროპაში; გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარს და მუშაობას ისტ ტექნოლოგი
ებთან.
სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლი გეგმასთან კავშირი:
ქართული ლიტერატურა–გაიღრმავებენ ცოდნას ლიტერატურული ნაწარმოებებით, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს; ისტორია–ისტორიულ მოვლენებსა და ფაქტებში პარალელებს გაავლებენ; ესთეტიკური აღზრდა–გაითავისებენ წინაპართა ესთეტიკურ და კულტურულ მონაპოვრებს; ფიზიკური აღზრდა–ხრიდოლის ელემენტების გამოყენება გაკვეთილებზე.
მონაწილეობა სხვა სკოლიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ქეთევან სოხაძე,ქ. რუსთავის 24–ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:soxadze7-qetino@gmail.com
ვებ–გვერდი:http://vefxistyaosani.blogspot.com/